ფალავანდიშვილი: შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ და ხელი არ შევუშალოთ დეოკუპაციის აქციას

დაშლა გვინდა, აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას

პროპუტინური ძალების ერთერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის წინ დგომის მიზანს ვეღარ ხედავს. ფალავანდიშვილის თქმით, აქციის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რომც დარჩნენ, ის წასვლას მაინც აპირებს, რადგან მისი თქმით, მიზანი ის იყო, რომ თბილისი პრაიდი არ ჩატარებულიყო (რომელიც ჩატარდა) და დეოკუპაციის საკითხი მას არ აინტერესებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები