რუსეთ-საქართველო

ხულორდავა: პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში

პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელს კონტინენტზე. ჩვენ ვიცით, რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის "გადაწერის" მცდელობაზე. ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო.

კომენტარები