გახარია: არ გიდასტურებთ, რომ 20 ივნისისთვის პრემიები გაიცა

არა, ამას არ დაგიდასტურებთ. პრემიებს ჩვენ გავცემთ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მასობრივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლებს უწევთ ღამის საათებში და ზედმეტ საათებში მუშაობა და ეს გაგრძელდება მომავალშიც. მაგალითად, 8 ივლისს, რატომღაც ამას არავინ არ აღნიშნავს - ოთხი აქცია ერთდროულად, ზუსტად 14 საათის განმავლობაში, დასვენების გარეშე, ჩვენმა პოლიციამ უზრუნველყო სიმშვიდე, მართლწესრიგი მაშინ, როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს ამოფარებულს, გაურკვეველი რადიკალური მოთხოვნებით, გაგონებაც არ უნდოდათ, რომ მოდით, იქნებ პოზიტიურ დღის წესრიგზე ვისაუბროთ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პასუხობს ინგა გრიგოლიას კითხვას, გაიცა თუ არა პრემიები გავრილოვის ღამისთვის
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები