ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკა ამ რეგიონში ფულს დებდა არა ეკონომიკაში, არა განვითარებაში, არა მშვიდობაში, არა კულტურაში, არა ჰუმანიტარულ მიზნებში, არამედ ამ ფულს დებდა ადამიანების კონკრეტულ, ძალიან ვიწრო წრეში, რომელთა ნაწილიც, მათ შორის, დღეს ხელისუფლებაშია. ამიტომაც, მანამ, სანამ ცვლილებები არ განხორციელდება, სანამ არ გამოჩნდება თაობა, რომელსაც რუსეთთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც მაგალითად, მე, იქნება გამუდმებული ექსცესი და გამუდმებული ომი
თინა კანდელაკი
კანდელაკი: საქართველოში რუსეთისადმი ჩემნაირი დამოკიდებულების თაობის მოსვლამდე, ომი იქნება
tbl.ge/3unk
დაკოპირდა
ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა, რომელიც წლებია, რუსეთში ცხოვრობს და კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია ამის შესახებ Россия 1-ის გადაცემაში ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და რუსთავი 2-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პუტინისადმი გინებას ეძღვნებოდა.
ამავე თემაზე
- ყოფილი ყაზახი დეპუტატი კანდელაკს: ნამდვილი მანქურთი თქვენ ხართ
- თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლას აუკრძალავენ
- კანდელაკი: თუ 6 წელში რუსეთთან ურთიერთობას არავინ შეცვლის, მივხვდები, რომ ეს ჩემი მისიაა
- კანდელაკი: რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ეტაპის დასაწყისი სააკაშვილის დაჭერა იქნება
- თინა კანდელაკს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი შეეშალა