პატრიარქის ქადაგებები

ილია II: ნაკლი ყველამ თავის თავში უნდა მონახოს და აქედან დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება

ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია, ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამის შესახებ პეტრე-პავლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვაზე ილაპარაკა. მის ამ ქადაგებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები