მდინარაძე გახარიაზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა

გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არცერთ კითხვას და მით უმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც , რომ გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. 20 ივნისს შეუძლებელი იყო ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე პოლიციელის მხრიდან. აუცილებელია გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არდამდგარა ეჭვქვეშ, და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო, რაზეცგამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე შინაგანა საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.

კომენტარები