სირცხვილია

ბერძენიშვილი: შვილებმა გვასწავლეს, რომ თანასწორობა მაგარია, ფერადი საქართველო არის ერთიანი

შვილებმა გვასწავლეს, რომ თანასწორობა უფრო მაგარია. წიგნებშიც ვიკითხეთ, ევროპაშიც ვიარეთ, მაგრამ გავითავისეთ მას მერე, რაც ჩვენმა შვილებმა გააცნობიერეს, რომ მრავალფეროვანი საქართველო, ფერადი საქართველო, ეს არის ერთიანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში - ესაა საქართველო. როცა ამ ტრიბუნიდან ვთქვი, რომ პრაიდი იყო მიღწევა, გარღვევა, თუნდაც სულ რაღაც 10-15 წუთიანი, ასეთი წნეხის ქვეშ, მაგრამ მას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ვერ გამოეკიდა, აღარ გამოეკიდა. ანაფორიანი ადამიანების დიდი ნაწილი არ არის ისეთი, როგორიც აქ იდგა იმ დღეს. ჩვენს მიტინგზე იდგნენ ისინი, მე იმათ მივესალმები. 

[...] საქართველოს მომავალი არის მრავალფეროვნებაში. საქართველო არასოდეს ყოფილა მონოეთნიკური ქვეყანა. ეს ქალაქი [თბილისი] ყოველთვის იყო მრავალფეროვნების ასპარეზი, ამ ქალაქში ერთმანეთთან ინტელექტუალურ კონკურენციაში იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები და ამ ქალაქში და ამ ქალაქში არასოდეს შეგვშინებია სხვებთან კონკურენციის. ჩვენ მათი კონკურენტები კი არ ვართ, ისინი ჩვენი კონკურენტები კი არ არიან, ჩვენ ყველა ერთად ამ ქვეყნის სრულფასოვანი, თანაბარი მოქალაქეები ვართ.

დავით ბერძენიშვილის სიტყვით გამოსვლა აქციაზე სირცხვილია 26.0

კომენტარები