ბახტაძე 20 ივნისზე: ენმ ცდილობს, კონსტიტუციის დაცვა ბოროტებად მონათლოს, ამას არ შევურიგდებით

დღემდე გრძელდება მცდელობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან 20 ივნისს ღამით მომხდარი ფაქტი მოინათლოს ისე, რომ თითქოს შტურმის მცდელობა და პარლამენტის შტურმით აღება პატრიოტიზმის და ემოციის გამოვლინებაა და კონსტიტუციის დაცვა თურმე არის ბოროტება, ამას ჩვენ არასდროს შევურიგდებით და არასდროს შეურიგდება ქართული საზოგადოება, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება და ასევე დარწმუნებული ვარ, რა კითხვის ნიშნებიც იქნება, ბუნებრივია, ყველაფერს გაეცემა პასუხი

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე, 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ.

კომენტარები