რუსთავი 2-ის საქმე

სააკაშვილი: ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები

ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება და მოდი გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ ხელში არ უნდა ჩაიგდონ საქართველო. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ

ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები