რუსთავი 2-ის საქმე

ვოლსკი რუსთავი 2-ზე: სტრასბურგზე სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს

სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ.ასე რომ, სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და კიდე ისიც ხაზგასასმელია, რომ მოსამართლეთა რაოდენობიდან, თუ შევადარებთ ციფრებს, წინააღმდეგი ხოლოდ ერთ ქეისში იყო, რომ მოსამართლე ვინც თავიდან ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო შეჩერების თაობაზე, ის იყო წინააღმდეგი, დანარჩენი 6 მოსამართლე ემხრობა ყველა პუნქტს რომელიც მიღებულ იქნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ანუ სახელმწიფოსა და რუსთავი 2-ს სორის დავა პრაქტიკულად დასრულდა იმით რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულად იქნა ცნობილი. ეს არის ფაქტი. 

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კომენტარები