რუსთავი 2-ის საქმე

ჭიაბერაშვილი: არ დავემსგავსოთ ქოცებს, ნუ დავიწყებთ ევროპის, ევროპული ინსტიტუტების გინებას

არ დავემსგავსოთ ქოცებს, ნუ დავიწყებთ ევროპის და ევროპული ინსტიტუტების გინებას.

გავითვალისწინოთ, ივანიშვილის მომხრეები ისედაც რუსეთისკენ არიან. თუ ახლა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებსაც ევროპაზე გულს ავაცრუებინებთ, პუტინს და ივანიშვილს სწორედ ეს უნდა.

ემოციამ არ გადაგვძალოს. ივანიშვილს ვაჯობებთ. აუცილებლად. ჭკუით.

P.S. დასავლეთ ევროპაში ჯერ ეროვნული სასამართლო ჰქონდათ და მერე შექმნეს სტრასბურგის თუ ლუქსემბურგის სასამართლოები. შენ საქმეს სხვა არ გააკეთებს.

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები