რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია R2-ზე: ეს არის ივანიშვილის და მისი გუნდის ილუზია, რომ ამ მეთოდებით გადარჩებიან

ჩვემ ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გვქონდეს ყველასთან, მათ შორის, ხელისუფლებასთან - ეს ზეიმი და გამარჯვების ყიჟინა, რაც აქვთ, არის უბრალოდ სისულელე. 2012 წელსაც კი, როდესაც იყო ის ხელისუფლება, რომლის წევრიც მე ვიყავი, როცა სამივე ნაციონალური არხი იყო ძალიან მყარი, პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე, არ იყო ინტერნეტი და ფეისბუქი ისე განვითარებული, როგორც ახლა, არ იყო ისეთი ტელეარხი, როგორიც არის TV პირველი, ამ პირობებშიც კი, მაშინდელმა ხელისუფლებამ წააგო არჩევნები. ახლა ვხედავთ, როგორი ზრდაა საპროტესტო ამომრჩევლის, ამიტომ, ეს არის ილუზია ივანიშვილის და მისი გუნდის, რომ ამ მეთოდებით გადარჩებიან. თუ უფრო აგრესიულად იმოქმედებენ რუსთავი ორში, ამით დაძაბავენ ვითარებას და რისკებს გაუზრდიან ქვეყანას, მაგრამ თავის თავს ვერ გადაირჩენენ. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული ოპოზიციის, რომ მყარად, მაგრამ მშვიდად მოვახდინოთ მობილიზება მთელი საზოგადოების, იმისთვის, რომ ივანიშვილის გუნდი ჩამოვიცილოთ არჩევნების გზით, მშვიდობიანად, იქამდე, უნდა გავაძლიეროთ წნეხი...

...არ უშველის [ხელისუფლებას] ეს ამბავი, ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, გავრილოვამდეც დაგროვდა ეს ყველაფერი, საპრეზიდენტო არჩევნებში 800 000-მა ადამიანმა მოსყიდვის და დაშინების მიუხედავად,მყარი პოზიცია დაიკავა, ეს რაოდენობა გაიზრდება საგრძნობლად და არაფერი აღარ უშველის ივანიშვილს

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.

კომენტარები