ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

ვოლსკი: ხაზარაძე - ჯაფარიძის თემას სამართლებრივი განვითარების გარდა ვერაფერი დაამთავრებს

ფაქტია და საზოგადოებაში ყველამ იცის და ამის უარყოფაც არ მომხდარა ხო. საკმაოდ დიდი თანხის გათეთრებას ედავებოდნენ მათ [ხაზარაძე და ჯაფარიძე]. შემდეგ იყო სპეკულაციები, თითქოს ეს ანაკლიის პორტს უკავშირდება და აბსოლუტურად პოლიტიზირებამ მოიცვა ეს საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემას სამართლებრივი განვითარების გარდა ვერაფერი ვერ დაამთავრებს და წერტილს ვერ დაუსმევს. არსებობს გამოძიება და არსებობს საკითხები, რომელსაც შესაბამისი მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ეს მუხლი დარღვეულია მით უმეტეს უხეშად, ნებისმიერმა ადამიანმა, იქნება ეს ბანკის მესვეური, პოლიტიკოსი თუ სხვა მოხელე, უნდა აგოს პასუხი.  

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენის შესახებ.

კომენტარები