TV1-ის დამფუძნებელი: გვისმენდით და ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ჩვენს გეგმებს

ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ადვოკატ ზვიად კორძაძის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კორძაძემ თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა რამდენიმე ადამიანს ფარულად უსმენდა, მათ შორის, ვატო წერეთელს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები