აგვისტოს ომი

ვოლსკი: რუსეთის სტრატეგიულ გეგმას ხელი შეუწყო იმ სტრატეგიამ, რაც ჰქონდა სააკაშვილს

რუსეთის სტრატეგიულ გეგმას ხელი შეუწყო იმ სტრატეგიამ, რაც სააკაშვილს ჰქონდა და ერთადერთი შეკითხვა დარჩა, იყო ეს გამიზნული, თუ იყო ეს სავალალო შედეგები. ამ შეკითვხაზეა პასუხი გასაცემი.

მეორე შეკითხვა, რაც უნდა ალბათ ყველაზე ხმამაღლა დაისვას, არის ის, თუ რატომ არ ამბობდნენ რომ 8 აგვისტომდე რუსეთი მონაწილეობს, რაში იყო საქმე. ეგ რომ თქვან, მაშინ გამოდის, რომ თქვენ, ნებისმიერმა ჟურნალისტმა ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეიძლება იკითხოს, რომ თუ ადრე იცოდით, რომ ის ჩართულია და ამას აღიარებთ, მაშინ ეს ხალხი რატომ არ გამოიყვანეთ? კიდევ ერთი შეკითხვაა მთავარი. უშიშროების საბჭოს რატომ არ მიმართეს, რომელსაც ასევე პასუხი არ აქვს. მე როდესაც ამას ვამბობ ან რომელიმე ჩემი კოლეგა პასუხი ის არის, რომ თქვენ რუსეთის ინტერესების პოზიციიდან ლაპარაკობთ, როცა სწორედაც რომ პირიქით არის.ადამიანებმა თავის თავს არ უნდა უწოდონ ანტისაოკუპაციო ძალა და თავის ოპონენტებს რუსეთის ხელისშემწყობი, როდესაც ვითრება აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

კომენტარები