რუსეთ-საქართველო

ბოკერია: სააკაშვილის გამონათქვამები ამ ბინძურ კამპანიაში ივანიშვილს ეხმარება

სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე იმიტომ, რომ ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ ამ ბინძურ კამპანიაში ივანიშვილს ეხმარება. მაგალითად, ბოლოს თქვა, რომ 2008- ში რაც ვერ შეძლო რუსეთმა 2012-ში მოახერხესო, ეს ფუნდამენტურად არასწორი ნათქვამია, ეს არის არაკორექტული ჩვენი საზოგადოების მიმართ. გასაგებია, რომ რუსებს ივანიშვილის გამარჯვება შეიძლება უნდოდათ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ, მათ აირჩიეს ეს ხელისუფლება და გადაგვირჩიეს ჩვენ, ამას უნდა ვცეთ პატივი და ეს არ უნდა შევადაროთ სამხედრო აგრესიას.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი"

კომენტარები