ხუხაშვილი TV იმედის ფილმზე: სახელისუფლებო პროპაგანდა რუსული რბილი ძალის ამოცანას ასრულებს

რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის - რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა - სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესაბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიეთ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას - რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება ტელეკომპანია იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს, რომელიც პირდაპირ იმეორებს კრემლის პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ დაიწყო ომი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები