ასლი: არაერთგზის გვინახავს, როგორ ემსახურებოდა პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილს

გასულ წლებში ჩვენ არაერთგზის გვინახავს, თუ როგორ ემსახურებოდა პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების შევიწროებით, მათზე ზეწოლით თუ მოტყუებით. ჩვენ სისტემატურად და დროულად ვაწვდიდით ამგვარ საქმეებს მედიას, ვასახელებდით იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი სქემების მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ჩვენ ასევე გვინახავს არაერთი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, რომლებსაც ავიწროებდნენ თუ აკოტრებდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ იტაცებდნენ ივანიშვილის "ხელის ბიჭები"; ზოგს კი ციხეში ყრიდნენ სასამართლოები პროკურატურის მითითებით სამართლის იმიტაციის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ინტერესებს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები