პრეზიდენტის შეწყალება

თალაკვაძე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება

პირდაპირ გეტყვით - მე პირადად ვარ კატეგორიული წინააღმდეგი იმ ადამიანების შეწყალების, რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე, ბრალი აქვთ წარდგენილი პოლიციელის მკვლელობაში ან ძალადობაში. პოლიციელი არის ურთულესი პროფესია, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს ადეკვატური ანაზღაურება, რომელიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად შენი ქვეყნის და საზოგადოების სამსახურს გულისხმობს, მაგრამ თქვენ ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ შექმნა ისეთი მოწყობის სახელმწიფო, ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, სადაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია განსხვავებული პოზიციები იქონიოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პოლიციელის მკვლელის შეწყალება. მეორე ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი დემმოკრატია, სადაც უმრავლესობას, ოპოზიციას, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ თავისი კრიტიკული მოსაზრება პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გადაცემაში "რეაქცია", პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

კომენტარები