სამხედრო სავალდებულო სამსახური

ვოლსკი ჯარში გაწვევაზე: მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, სადღაც სექტაში კი არ უნდა გაიქცნენ

ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით, პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რადგან ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა ჰქონდეს მეტი. სადღაც კი არ უნდა გაიქცნენ სექტაში, არამედ უნდა წავიდნენ და იმ პოზიციაზე დადგნენ, რასაც ჰქვია სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება. მათ მოტივაცია უნდა ჰქონდეთ იმის გამოც, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორის გამოხატვა იმისა თუ რა უშლის ამას ხელს, არა მგონია, რომ რაიმე შემაძრწუნებელი იყოს, პირიქით შეიძლება სწორი მესიჯიც არის საზოგადოებისათვის, და რასაკვირველია ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოყვეს.

ამის შესახებ ქართულის ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას ისაუბრა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გირჩის რელიგიურ ორგანიზაცია "ბიბლიურ თავისუფლებას" სექტა უწოდა და მისივე თქმით, ის რეზერვის შექმნას აპირებს, სადაც 18-დან 50 წლამდე კაცებს სრულყოფილი კურსებით გადაამზადებენ.

კომენტარები