ჰერბსტი: რუსების აზრით, ოკუპაცია საქართველოს NATO-ში ყოფნას გამორიცხავს, რაც სიმართლე არაა

საქართველოს აქვს ცხადი კურსი დასავლური ინტეგრაციისკენ და სურს, NATO-ს წევრობა ამის ნაწილად განიხილოს. მე მესმის ეს მისწრაფება და მხარს ვუჭერ, რადგან კრემლი პატივს არ სცემს საქართველოს ან რომელიმე მეზობლი ქვეყნის სუვერენიტეტს, თუ ის მართლაც ძლევამოსილი სახელმწიფო არაა. როგორც ჩანს, NATO-ს წევრობა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა კრემლის მეზობლისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ უფლება აქვს, ის გაუკეთოს, რაც მოუნდება. რა თქმა უნდა, NATO-ში არის ხალხი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი, რუსები კი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს ნაწილი ოკუპირებული ექნებათ, ეს გამორიცხავს NATO-ს წევრობას. ეს არ არის სიმართლე. მე-5 მუხლი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ქვეყანა და პირობას ვდებთ, დავიცვათ ტერიტორია, რომელსაც ეს ქვეყანა აკონტროლებს. სამწუხაროდ, თბილისი არ აკონტროლებს ორ რეგიონს, ამრიგად, თეორიულად, საქართველოს შეუძლია ხვალ გაწევრიანდეს, ამ ორი არეალისთვის გარენტიების გარეშე, მაგრამ პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს ახლა არ მოხდება. დასავლეთ გერმანიის მაგალითი სწორია - გერმანია მაშინ გაწევრიანდა, როცა მისი დიდი ნაწილი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. ადამიანები ხანდახან ივიწყებენ ისტორიას, როცა ეს პოლიტიკურად აწყობთ.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ანალიტიკური ინსტიტუტის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი NATO-ს მე-5 მუხლის გარშემო დისკუსიაზე საუბრობს. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად გაწევრება. NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები