ელისაშვილი: ინაშვილმა დაიწყო, მაგრამ კრამერმა რომ ქალს "გაეთრიე" უთხრა, არ მომეწონა

სიმართლე გითხრათ, კრამერის გაცხარება არც მე არ მომეწონა და ქალს რომ ასე გაეთრიე, გაეთრიეს ეუბნები, არც მე არ მომეწონა ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ კრამერს ძაან დიდ პატივს ვცემ და მისი აზრები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ხოლმე.

მაგრამ, რა თქმა უნდა, კრამერი არ მივარდნია ირმა ინაშვილს, ხო? ეს კონფერენციაა ძალიან სერიოზული, წელიწადში ერთხელ ტარდება, ყველამ იცის, ასეთი მაღალი დონის კონფერენცია ჩვენთან იშვიათია, ნახევარი წლით ადრე დგება დღის წესრიგი, ეს რაღაცა ორღობის თავყრილობა კი არ არის, რომ მივარდე - სიტყვით გამომიყვანეო. მითუმეტეს, ვიცესპიკერი რომ ხარ, არ უნდა იკადრო, მივარდე შენს ამალასთან ერთად და ფეხები აბაკუნო, რომ გინდა თუ არა, მალაპარაკეო. რა თქმა უნდა, ეს მან დაიწყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არც მეორე მხარის ქცევა არ მომეწონა

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი TV პირველზე, ირმა ინაშვილის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის შესახებ, რა დროსაც, ინაშვილი დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები