მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი, ამას ვამბობ მე, ვინც ყველა დაპირება შევასრულე

საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი, ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო არასდროს საქართველოში არ დადგება, ამაში მე ვარ დარწმუნებული, აბა, თქვენ იცით, საქართველოში უნდა გათენდეს

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზარაძეს მევახშე უწოდა. მისი თქმით, "რომ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს, ანაკლიის ანუ ლაზიკის პორტი უკვე აშენებული იქნებოდა".

კომენტარები