გოცირიძე ჩარკვიანზე: "ძალა ერთობაშია" ბევრი პარტიაა, ყველას განცხადებაზე პასუხს ვერ ვაგებთ

ასეთი მოსაზრება ჩვენს მიერ, ისევე ზოგიერთი სხვა პარტიის მხრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული და ბუნებრივია, მივესალმებით, რომ ”ევროპულმა საქართველომაც” გაიზიარა იგი. ასეთი ინიციატივა ემსახურება არა ივანიშვილის ინტერესებს, არამედ მისი ერთმმართველობის დასრულებას. ათზე მეტი, განსხვავებული შეხედულებების პარტიაა გააერთიანებული ”ძალა ერთობაშიას” კოალიციაში და მათ ცალკეულ გამონათქვამებზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასეთი წინაპირობა არ უნდა იყოს დადებული, ეს მათი ნებაა. რაც შეეხება ქალბატონ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, ჩემი აზრით, ის არ არის სწორი. 

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ევროპული საქართველოსა და თავდემების ინიციატივას "თაღლითობის სუნი ასდის," და რომ ევროპული საქართველოს ოცნებასთან თანამშრომლობს. დღეს სერგი კაპანაძემ მოუწოდა კოალიცია ძალა ერთობაშია შემავალ პარტიებს, რომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ჩარკვიანის ამ განცხადებაზე. გოცირიძე ამის შესახებ ტაბულას ესაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები