სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ვერაფერს მივაღწევთ, თუ შიგნიდან დავიყოფით და ერთმანეთთან ბრძოლას დავიწყებთ

მშვიდობას საფრთხეს მხოლოდ ომი არ უქმნის. მისთვის გამოწვევაა ჩვენი ახალი, შიდა საფრთხე, რომელიც ნელ-ნელა ეხება ყველა ქვეყანას და საზოგადოებას. პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების და ურთიერთპატივიცემის რღვევა, სიძულვილის ენა, ცრუ ინფორმაცია, შეთქმულების თეორიები ქმნიან შავ ხვრელს და ჩვენი საზოგადოების სტრუქტურას ძირს უთხრიან, არღვევენ დემოკრატიის საძირკველს.

პასუხი ჩვენს წინაშეა, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების განახლებაში. მათგან ერთერთი და ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტულობა. პლურალიზმი ცარიელი სიტყვაა, თუ ის არ ნიშნავს სხვების აზრების პატივისცემას.

საქართველო, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტულობის და ღიაობის მაგალითი, შესაძლოა იყოს მოწინავე ფლანგზე ბრძოლაში, რომელიც ჩვენ ყველას უნდა მოგვიცავდეს. საერთაშორისო საზოგადოება თავისუფალი მოქალაქეებისაგან და ჯანსაღი საზოგადოებებისგან უნდა შედგებოდეს.

ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ, თუ შიგნიდან დავსუსტდებით, დავიყოფით და ერთმანეთთან ბრძოლას დავიწყებთ.

ეს არის ჩემი სათხოვარი ჩემი თანამემამულეებისადმი და არა მხოლოდ მათდამი.

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ანმბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები