მიხეილ სააკაშვილი

უდუმაშვილი: გენში გვაქვს ტრადიციების პატივისცემა, ამას ვერ ამოშანთავ ლიბერალური მიდგომებით

ის, რომ ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ ტრადიციების და იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა. ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორი ულტრალიბერალიც არ უნდა იყო, ეს გენში გაქვს შენ...

ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გიგა ბოკერიას სახელი და გვარი იყო გაჟღერებული ამ კონტექსტში და ეს, რა თქმა უნდა, არის სადავო და საკამათო თემა - გვარი უნდა ყოფილიყო ნახსენები თუ არა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ გვარს გარკვეული კლიშეები მოსდევს წლების განმავლობაში. ჩემი პირადი მოსაზრებით, ჯობდა, გვარების გარეშე გაგვევლო ეს თემა. სწორი ინტერპრეტაცია იქნებოდა, როცა პარტიასთან გაქვს პრეტენზია ამ მიმართულებით და არ გამოგაქვს კონკრეტული პიროვნებები

ზაალ უდუმაშვილი მთავარი არხის ეთერში მიხეილ სააკაშვილის 29 სექტემბრის ინტერვიუს შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარ არხთან ინტერვიუში გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

კომენტარები