მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: პოლიტიკოსების ჯგუფი "სვეცკურად" ზემოდან უყურებს ხალხს, პუტინის საქმეს აკეთებს

დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაცა ასე "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობს "პოლიტიკოსთა ჯგუფში", თუმცა, 30 სექტემბერს, მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი და ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია

კომენტარები