კაკულია: მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ

ზოგადად, მე თუ მკითხავთ, ისეთი ტიპის ცვლილებებია ახლა დაგეგმილი ქართულ ოცნებაში, რაზეც შეიძლება ბევრი არ ვისაუბროთ და მეორე მხრივ, რომ ვუყურებ როგორ მოძრაობს ოპოზიცია, მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ. ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ რაღაც მზაობას იმისათვის, რომ რეალურად კოალიციური მთავრობა შეიქმნას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ

ქართული ოცნების დეპუტატი მედიასთან ასევე უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიპოვებს ხმების 45%-ს მაინც, "შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელიც გახდეს" და მაღალია ალბათობა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები