არჩევნები 2020

ნიკა მელია: კობახიძის საცოდაობით ვიწვი, დაქოქილ თოჯინას მაგონებს

ირაკლი კობახიძის საცოდაობით ვიწვი. გულახდილად გეუბნებით. უკანასკნელ პერიოდში მეორეჯერ უწევს იმის გაკეთება რისი გაკეთებაც არ უნდა. ერთხელ თავმჯდომარეობა დაატოვებინეს, ბიძინა ივანიშვილმა უკარნახა, წადი ახლა თორემ ხალხი მოგვადგაო და მეორეჯერ გუშინ თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა და აი დღეს გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მაგონებს, შეურაცხყოფის და პირადული განზრახვის გარეშე, თავდასხმის გარეშე, დაქოქილი თოჯინა, უკან რომ აქვს, ბავშვობაში ვქოქავდით, ვქოქავდით და მერე გავუშვებით და ერთი წუთი აკეთებდა ერთიდაიგივე მოძრაობას. აი ასეთი ადამიანია ბატონი კობახიძე..

გუშინ 45% დაასახელა და გაბერა. ყოველი 10 ამომრჩევლიდან 4 ჩვენიაო და ჩვენ ხომ ვიცით რომ აქედან 2 ნათესავი ან საჯარო მოხელეა. ამ პირობებშიც კი ეს არის უპირობო მარცხი... ხელისუფლებას უმძიმესი მდგომარეობა აქვს და ეს 45% ფანტასტიკის სფეროა. ეს პერიპეტიები რაც კობახიძის თავს ვხედავთ, გავფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არის შოკში.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია "მთავართან" საუბარში ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. 14 ოქტომბერს კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიპოვებს ხმების 45%-ს მაინც, "შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელიც გახდეს" და მაღალია ალბათობა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები. 15 ოქტომბერს კობახიძემ თქვა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხმები ასე გადანაწილდება - 60%-ს ქართული ოცნება მიიღებს, 20%-ს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გაინაწილებენ, ასევე 20%-ის ხმები კი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრზე გადანაწილდება. 

კომენტარები