პოლიტიკური დევნა

მელია: რთულად ასატანია ბოკერიასთვის, როცა ენმ-ს უფრო ძლიერ პოზიციებში ხედავს, ვიდრე თავადაა

კარგია, რომ ევროპული საქართველოს გავლენა არის მცირე, შესაბამისად, ამ ინიციატივით ვერ გაძლიერდება ხალხზე ძალადობის ფაქტორი...

ვაცნობიერებ, რომ გაცილებით დიდი პარტია ვართ ჩვენ და პარტია, რომელიც 5-დან 10%-მდე მაჩვენებელში მოძრაობს და დიახაც, მიმაჩნია, რომ ეს იქნება დაახლოებითი შედეგი, რომელსაც აჩვენებს [ევროპული საქართველო], 5-დან 10%-მდე, ჩემი აზრით, მაგრამ ეს არ არის უმნიშვნელო შედეგი, პროდასავლური კოალიციის შექმნის მომენტში და დროს ეს არ არის უმნიშვნელო მონაგარი და ამას მე არ ვაკნინებ, მაგრამ ფაქტია და მოცემულობაა და შარშან აგერ დაფიქსირდა კიდევაც... მესმის, რომ რთულად არის ასატანი გიგა ბოკერიასთვის, როდესაც ხედავს ნაციონალურ მოძრაობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციებში, ვიდრე თავად არის

ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია TV პირველის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს.

კომენტარები