ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: კალაძის ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას

ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს, ალბათ, არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება, არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომელმაც დღეს ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. ასე რომ მე არ ვთვლი საჭიროდ მასზე პასუხის გაცემას

ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის განცხადებებზე. თბილისის მერმა თქვა, რომ "დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები". პროგრეს ბანკის დამფუნებელი მამუკა ხაზარაძის 15 ოქტომბრის განცხადებებმა გააღიზიანა, რომელიც ანაკლიის პორტის და პროგრეს ბანკის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პროგრეს ბანკის შეძენა სთხოვა, რომლის აუდიტის დროსაც ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

კომენტარები