მდინარაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის სიმართლე

რაც მოვისმინეთ, რბილად რომ ვთქვათ, არ მგონია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს. ასე იყო თუ არა, ეს კითხვა საერთოდ არ მიჩნდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის სიმართლე. ჩემთვის კითხვა იმასთან დაკავშირებით უფრო ჩნდება, რატომ დასჭირდა ეს ამ ადამიანს, რა არის ამის რეალური მიზეზი, რა დგას ამის უკან, არ შეიძლება ამ ამბის სიმართლესა თუ არასიმართლეზე სერიოზულად ვილაპარაკოთ.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები