ევროპული საქართველო

ბოკერია: სააკაშვილი საკუთარი უპასუხისმგებლობით ივანიშვილის პროპაგანდას ხელს უწყობს

აქამდეც ესხმოდა თავს ბატონი სააკაშვილი ევროპულ საქართველოს, როდესაც აბსოლუტურად უსინდისოდ, საკუთარ სტილში ისევ ცილისწამებას მიჰყო ხელი, რომ ჩვენ შეკრულები ვართ მთავრობასთან, რახან ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ და დასაჭერი ხალხის სიები წინასწარ არ შევადგინოთ. მინდა, გითხრათ, რომ სააკაშვილის ეგ პროპაგანდა, რომ უკვე სიებს ადგენს, ვის დაიჭერს, არის ის, რაც ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ ამომრჩევლის დაშინების შანსს ჩაეჭიდოს. 

ტყუილად კი არ ახდენს ივანიშვილი ინვესტირებას იმაში, რომ შემდგომი არჩევნები მხოლოდ მიშასა და ბიძინას შორის ალტერნატივად წარმოაჩინოს იმიტომ, რომ ეს მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი შანსია. ოცნების ე.წ არგუმენტია, რომ კი, ჩვენ არ ვვარგივართ არაფრად და პრობლემა ვართ, მაგრამ ის დაბრუნდება და ხედავთ, როგორი გაბრაზებულია ყველაზე და უბედურებას დაატრიალებს, იქნება არეულობა და შურისძიება. ამ "არგუმენტების" გამოყენებაში ივანიშვილს თვითონ სააკაშვილი ეხმარება. მისი ამ სრული უპასუხისმგებლობით, პოლიტიკური სიბრიყვით, მოუთმენლობითა და გაუაზრებლობით, ივანიშვილის პროპაგანდას ხელს უწყობს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტაბულასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომელმაც ბოლო ორ დღეში კიდევ რამდენჯერმე დაადანაშაულა ევროპული საქართველო ქართულ ოცნებასთან გარიგებაში.

კომენტარები