ხოშტარია: გადავხედოთ წლების განმავლობაში რამდენი გააკეთა ოცნებამ რუსული ინტერესებისთვის

აშშ-ის მიერ სანქცირებული გამოცემის ავტორი ქართულ სსიპ-ში მუშაობს, ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს იღებს და დადის, ხალხს ასწავლის. თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში რამდენი რამ გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული ინტერესების გასატარებლად, არ გაგვიკვირდება:

a. ჯაშუშების გამოშვება ამნისტიით - შკრილნიკოვი, ჩაპლიგინი, გევორქიანი, ჩახალიანი;
b. არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოგვივლენილა;
c. ცერცვაძის შემთხვევა;
d. ტრისტან წითელაშვილი თავდაცვის ობიექტზე;
e. ახიადოვის გადაცემა და წულუკიანის განცხადება რუსეთის პორკურატურის ნდობის შესახებ;
f. რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია.

2. რუსული ფორუმები საქართველოში:

a. 2018 წელი - სამხრეთ კავკასიის ფორუმი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან ფინანსდება;
b. 2018 - გორჩაკოვის ფონდის ღონისძიება;
c. 2018 - საქართველო - ევრაზიული ეკონომიკური კავშირი;
d. ბათუმში რუსეთის დროშებიანი ღონისძიება, ორგანიზებული ადგილობრივი მთავრობით.

3. ქსენოფობიური და ექსტრემისტული მედიის დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ. ამ საკითხზე თავის დროზე ევროსაბჭომ (ეკრი) გააკრიტიკა მთავრობა.

a. საქართველოს რესპუბლიკა - 129 710 ლარი;
b. ნიუზპრესჯი - 36 000 ლარი;
c. ბედუკაძის სააგენტო;
d. მარშალპრესი 8 ათასი ლარი;
e. ობიექტივი 3000 ლარი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ეხმაურება აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ სანქცირებული გამოცემის ავტორის, ჯეფრი სილვერმენის, საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ სსიპ-ში მუშაობას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები