მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა

ბახტაძე: ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების ეროვნულ საქმეში

განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს.

სწორედ ამ იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას...

...მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც.

ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების - ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე Facebook-ზე განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი გადადგომას ეხმაურება.

კომენტარები