ხოშტარია: ის ძალადობრივი განცხადებები, რაც გაკეთდა, კონსტიტუციითაა აკრძალული

ძალადობის უფლება ნორმალურ ქვეყანაში არცერთ ჯგუფს არ აქვს. მათ შეუძლიათ, მოვიდნენ, გააპროტესტონ, მაგრამ ის მუქარები, ის ძალადობრივი განცხადებები, რაც გაკეთდა, მათ კონსტიტუციით აქვთ აკრძალული. 

მთავარი პრობლემა აქ ისაა, რომ ხელისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ეს ორი თანაბარი უფლებების მქონე ჯგუფი. ყველას ერთი უფლება აქვს, მაგრამ ძალადობა არ არის თანაბარი აზრის გამოხატვისა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-თან საუბარში გამოეხმაურა ძალადობრივი ჯგუფების მუქარებს, რომლებიც ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები