და ჩვენ ვიცეკვეთ

ვასაძე: შევიკრიბეთ, რომ არ დავუშვათ სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი

ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისათვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისაგან, სინამდვილეში აღმოჩნდა ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ჰქვია ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური ლიბერალიზმი.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მივიდა, სადაც ძალადობრივი ჯგუფები იკრიბებიან და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

კომენტარები