ვასაძე: ხვალ ისევ ვეცდებით შესვლას კინოთეატრში

ხვალ 4 საათიდან დავიწყებთ შეკრებას. მე ცოტა უფრო გვიან მოვალ, იმიტომ კი არა რომ მეზარება. იმიტომ რომ როცა მოვდივარ იწყება ერთი ვაი უშველებელი ჟურნალისტებთან. ამიტომ მე უფრო 5-ისკენ მოვალ ალბათ და ჩვენ რაღაც დროს ისევ ვიქნებით ერთად და მერე მე ისევ გავაკეთებ განცხადებას და ჩვენ გადმოვალთ ისევ აქეთ ამირანთან. ისევ ვეცდებით შესვლას ამ კინოთეატრში და კინოსეანსის ჩაშლას. თუ პოლიცია ისევ იძალადებს, კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცელს ჩაწერს თავის ისტორიაში და ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო დაშორდება ქართველი ხალხის ღირსებას და ქართველი ხალხის სურვილებს. 

8 ნოემბერს თბილისის კინოთეატრებთან სიძულვის ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. ძალადობრივი ჯგუფები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. მათი მცდელობის მიუხედავად, ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დაააკავა. დაკავებულთა შორისაა, აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები