და ჩვენ ვიცეკვეთ

ძიძიგური: ჰომოსექსუალისტები ინტიმურ ცხოვრებას რომ ჩოხით ახორციელებენ, ერს სულში აფურთხებენ

მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის არის შეურაცხმყოფელი, როდესაც თემა რაც ქართულ ჩოხას ქართულ ცეკვას უკავშირდება, აკავშირებენ ჰომოსექსუალისტების ცხოვრებასთან. და როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს.

[სტილი დაცულია]

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ".

კომენტარები