პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: მან ვერ დამარწმუნა მე, მეც ვერ დავარწმუნე ის

ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. მქონდა რამდენიმე საათის წინაც შეხვედრა, მან რათქმაუნდა ვერ დამარწმუნა მე და მეც ვერ დავარწმუნე ის. ვითარება არის ასეთი - დღეს პარლამენტში თქვენ მომსწრე იყავით რომ მე გავაკეთა განცხადება, რომ არ მინდა ფაქტის წინაშე დადგეს დარბაზი, უმრავლესობის უმრავლესობა და ვითხოვე გადადება. გადავდეთ და აქ მე გავუფრთხილი არა მხოლოდ იმას, რომ მივაღწიო მიზანს, გავუფრთხილდი ასევე საკუთარ გუნდს, რომ ეს შედეგი დადგეს შედარებით ნაკლები დაძაბულობის ფონზე. ვფიქრობ რომ ხვალ დადგება შედეგი.

როგორც ვხედავ ბატონი ბიძინა მუშაობს დეპუტატებთან, ხვდება დეპუტატებს, რომლებიც არიან ჩემი თანამოაზრეები, ასე რომ ეს რაოდენობა ცვალებადია. თუ ხვალ შედეგი ვერ დადგა, მე არც გუნდს არ შევუქმნი პრობლემას, დავტოვებ უმრავლესობას, მაგრამ აქვე დავდებ მანდატს.

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა. ხუნდაძე და ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები