პროპორციული საარჩევნო სისტემა

ცქიტიშვილი უმრავლესობიდან გასვლაზე: პოზიციებს არ ვცვლი, არანაირი გეგმა არ მაქვს

მე არ ვცვლი პოზიციებს. ჩემი პოზიცია არ არის ცხელ გულზე გაკეთებული. ეს არის გააზრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, მე არაფერს ვცვლი. მიზეზი, რაც ვთქვი, ისევ იგივეა. გეგმებზე არ ვსაუბრობ. მანამდე არაფერი მქონია დაგეგმილი. ჩვენ არ გვქონია რაღაც შეთქმულება მანამდე. ეს არის იმ გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ვერ მიიღო პარლამენტმა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იქნება ფრაქცია, თუ იქნება სხვა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამას თქვენ [ჟურნალისტების] გარეშე ვერ გავაკეთებ

ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა. ცქიტიშვილმა ექვს თანაგუნდელთან ერთად უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები