პროპორციული საარჩევნო სისტემა

ჩუგოშვილი: როგორი ურთიერთობა მექნება ქართულ ოცნების გუნდთან, მოგვიანებით ჩამოვყალიბდები

ქართულ ოცნებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს ასევე. მე ვარ საერთაშორისო მდივანი და ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ორივე მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა. დავტოვებ ამ თანამდებობებსაც. დანარჩენი უკვე ვთქვათ, როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჩემს ჯერ კიდევ გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები

ამის შესახებ დეპუტატმა და ყოფილმა ვიცესპიკერმა თამარა ჩუგოშვილმა მედიასთან ისაუბრა. ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია ქართული ოცნება 14 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას ითვალისწინებდა

კომენტარები