ილია II

ილია II კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ტოლერანტობა აქტუალური და აუცილებელია

ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა კათალიკოს-პატრიარქმა. საპატრიარქოს ცნობით, 15 და 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ილია II -მ საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლები მიიღო.

კომენტარები