საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სირაძე: შსს-ს მობილიზებული ყავს პოლიციური ძალები, წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად

დღეს დაგეგმილია საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, შესაბამისად შსს-ს ადგილზე მობილიზებული ყავს პოლიციური ძალები, რომლებიც დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ასევე შსს მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს აქვთ თავისი აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, გამწვავების შემთხვევაში და არანაირ ცეცხლსასროლ იარაღი ადგილზე არავის არ აქვს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პარლამენტთან მივიდა. ის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტთან და კანცელარიასთან პოლიციის მობილიზების შესახებ, ასევე მათ მიერ იარაღის შესაძლო ფლობაზე.

კომენტარები