გიგა ბოკერია

ბოკერია მდინარაძეზე: ადამიანებს არ ვითვლითო და მერე დათვალა, ორ წინადადებაში იტყუება

ბევრ სხვა საკითხს თავი რომ დავანებოთ, თქვა, რომ ჩვენ ადამიანებს არ ვითვლითო, საერთოდო და მერე დათვალა, იქო ხუთი ათასი იყვნენო, უნდა ყოფილიყო ოციო. ორ სიტყვაში უტიფრად იტყუება ხოლმე, საოცარი სტილი აქვს, მართლა პუტინის პროპაგანდისნაირია, რომ ურთიერთგამომრიცხავი რამე რომ თქვა ერთ წინადადებაში და არა უშავს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება. მდინარაძემ თქვა, რომ "თავების დათვლაზე" არ ილაპარაკებდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ "4 და 5" ათასი ადამიანი შეიკრიბა გუშინდელ აქციაზე.

კომენტარები