პროპორციული არჩევნები

გახარია აქციებზე: უკანონო ქმედებები ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ცხოვრებაზე

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც პირველ რიგში იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები. და ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენს განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება.

ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, და რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე. აქციები, რომელსაც პრემიერი "უკანონო ქმედებებს" უწოდებს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები