პროპორციული სისტემა

ძიძიგური: ნაკლებად მჯერა, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო, რა შეიძლება მომხდარიყო

მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ რაც თქვა ჩვენმა გუნდმა და რაც დაპირდა, ის არ გააკეთა შემდეგ.

ვინ გააკეთა ეს... მე ნაკლებად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მე საქმის კურსში არ იყო, რა შეიძლება მომხდარიყო, მითუმეტეს, როცა თავისუფალი კენჭისყრა გამოაცხადეს უმრავლესობის შიგნით. თავისუფალი კენჭისყრის გამოცხადება საკონსტიტუციო ცვლილების დროს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ჩავარდება, აბა რა მოუვა, თქვენ გგონიათ, მაჟორიტარებს სიამოვნებდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი. მან საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები