მამუკა მდინარაძე

მდინარაძე ოპოზიციის პროტესტზე: რა ვუპასუხო გაცვეთილი და მეორადი კმარელების პერფორმანსებს

რა უნდა ვუპასუხო გაცვეთილი და მეორადი კმარელების პერფორმანსებს, რომლებიც წარუმატებლად მთავრდება? ჩვენ გვიწევს, ისინი დავიცვათ საზოგადოებისგან. დღეს ასეთი შედეგი იყო, ზოგან მივიდნენ და გამოაგდეს. კიდევ კარგი, იყო პოლიცია, თორემ მიიღებდნენ უფრო მძიმე შედეგებს. ამ მძიმე შედეგების გამოსარიცხად გუშინ მთელი ღამე ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, რომ დამერწმუნებინა ჩვენი მომხრეები და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც პირადად მე მირეკავდა და მთხოვდა, რომ ისინი დახვედროდნენ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, რაც არ უნდა მუხტი იყოს ჩვენს მომხრეებში თუ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას და ისინი თავიანთ რეპუტაციას არ უფრთხილდებიან. საუბარია მავნებელ, გაცვეთილ, ძველი მეთოდებით მოქმედ უპროგრესო, 2013 წლის მეთოდებით მოქმედ კმარელებზე, მეორადი კმარელები გვაქვს მხედველობაში.

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები