გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე პლებისციტზე: მიზანია თაღლითობის გზით გაანელონ პროტესტი

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის საკითხი. ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის, რაც ჩვენ დავიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სწორი გზით მივდივართ. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ რეალურად გაითვალისწინონ ხალხის ნება და არა უბრალოდ მექანიზმები შექმნან, რომ გაწელონ პროცესი.

ჩვენ ამას არ მივიღებთ. ახლა შევიდეთ რაღაც პლებისციტში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ამის შემდეგ კიდევ ვენდოთ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ისინი რამეს მიიღბენ, ხომ გესმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ.

ჩვენი სტრატეგია არის არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას რეალური ნაბიჯები გადადგას. მათი მიზანია თაღლითობის გზით გაანელონ პროტესტი. ერთხელ და ორჯერ რომ ადამიანი ვიღაცის თაღლითობაზე წამოეგები, ნდობა აღარ გაქ, შესაბამისად მიდიხარ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით.

ორი ვარიანტია, ან გადაიფიქრონ სესიის ჩატარება, ან გამოიყვანონ ისევ ათი ათასი რობოკოპი სპეცნაზი რომელიც დაშლის მშვიდობიან დემონსტრანტებს და მხოლოდ ათი ათასი რობოკოპის დაცვის ქვეშ შეძლონ სესიის ჩატარება. ჩვენი მიზანი, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის. მანამდე მოუწევს ამ რეჟიმში მუშაობა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, სანამ ხალხის ხმას არ გაითვალისწინებს.

თქვა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია პირველზე ვახო სანაიას დღის ამბებში ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და იმ მაჟორიტარებს შორის შეხვედრის შემდეგ. არსებობს ვარაუდი, რომ შეხვედრაზე პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მაჟორიტარებს ეს არ დაუდასტურებიათ. საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტის ჩატარების იდეა უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ წამოაყენა.

კომენტარები