პროპორციული საარჩევნო სისტემა

ჰაიკო მაასი საქართველოზე: იმედია, მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ გზების პოვნას

ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა. მის ამ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს. მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდმა არ შეასრულა პირობა და მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს, სრულად ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითი მთავრობის მიერ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით

კომენტარები